გამოცხადდა კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური და ფრანგული ენების მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის ბუქარესტის უნივერსიტეტში (რუმინეთი). მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 სამუშაო დღეს. რეგისტრაციის პერიოდი: 2022 წლის 1 ივნისი - 15 ივნისი 18:00 საათი.
ბუქარესტის უნივერსიტეტის ვებგვერდი - https://unibuc.ro/
მიმართულება - ინგლისური და ფრანგული ენა
საკონტაქტო პირი: Cătălin Constantin - catalin.constantin@litere.unibuc.ro
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია მოიცავს მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს და არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php
და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
-
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 20 ივნისი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge