ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნუნუ ჯაფარიძემ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კოიმბრას (პორტუგალია) პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კვირ¬ეულში „ერაზმუს+“-ის გლობალური კვირეული 2022. კოიმბრას უნივერსიტეტში ჩატარებული კვირეული (30 მაისი - 3 ივნისი) მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს „ერაზმუს+“-ის საერთა¬შ¬ორისო გაცვლითი პროგრამებისა და ინსტიტუციური განვითარების პროექ¬ტ¬ების მიმართულებით. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ნუნუ ჯაფარიძე შეხვდა როგორც კოიმბრას უნივერ¬სიტ¬ე-ტ¬ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს, სხვა უცხოელ კოლეგებს და გააცნო ბსუ-ს საგან¬მანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო პროექტები და საუნივერსიტეტო ცხოვრება.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტთან.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღო 19 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელმა.