2-4 ივნისს, ქალაქ ბაქოში, აშშ-ს საელჩოს საქართველოში და აშშ-ს საელჩოს აზერ-ბაიჯანში მხარდაჭერით პროექტის „უნივერსიტეტების პარტნიორობის მშენებლობის პროგრამა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან“ ფარგლებში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები აზერბაიჯანის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. ქართულ დელეგაციაში ბსუ-ს წარმოადგენდა სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სპეციალისტი ბესიკ ნარაკიძე. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას. შეხვედრები საქმიან და მეგობრულ ვითარებაში გაიმართა.
აზერბაიჯანელმა კოლეგებმა გამოთქვეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზაობა, რაც ითვალისწინებს სტუდენტების და აკადემიურ პერსონალის აქტიურ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში აზერბაიჯანის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში.