სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეული მურსიის უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბსუ-ს „ერაზმუს+“-ის კოოდინატორმა ნანა ყურშუბაძემ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მურსიის (ესპანეთი)უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კვირეულში „ინტერნაციონალიზაციის მართვა და ხელშეწყობა“.  მურსიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვირეული (30 მაისი -  3 ივნისი)  მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და  ინსტიტუციური განვითარების პროექტების მიმართულებით.

კვირეულის ფარგლებში მურსიის უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით პროგრამების ხელმძღვანელმა წარადგინა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ეტაპები მურსიის უნივერსიტეტში, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  დირექტორმა მურსიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია და მათი გამოცდილება გაუზიარა უცხოელ კოლეგებს. ნანა ყურშუბაძე შეხვდა როგორც მურსიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს, სხვა უცხოელ კოლეგებს და გააცნო  ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო პროექტები და საუნივერსიტეტო ცხოვრება.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტთან.

საერთაშორისო კვირეულში 35 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60  წარმომადგენელი მონაწილეობდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა