გამოცხადდა მიღება სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს. ონლაინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით. დეტალური ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: www.scholarships.sk ან იხილეთ დანართი.
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2005 წელს დაამტკიცა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამის შექმნა სტუდენტების, დოქტორანტების, უნივერსიტეტის ლექტორების, მკვლევრების და ხელოვანების მობილობის მხარდასაჭერად. სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა (NSP) არის დაფინანსებული სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
დანართი