სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის და 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს  ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით.

უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში 1.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
  • დოქტორანტურის სტუდენტთათვის:
  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან.

შენიშვნა:

1. დაინტერესების წერილი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Erasmus@bsu.edu.ge  არაუგვიანეს 2022 წლის 14  ნოემბრისა.  მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!

2. VI სემესტრის დოქტორანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფაკულტეტის დეკანის მიერ მომზადებული ცნობა იმის შესახებ, რომ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობით ამ დოქტორანტს უხანგრძლივდება ბსუ-ში სწავლის ვადა (უწევს სემესტრის ან სასწავლო წლის დამატება).

  • პირველი ეტაპი

დოკუმენტების მიღება -  2022 წლის 20 ოქტომბერი - 2022 წლის  9 ნოემბერი (15:00 საათამდე).

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php  და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (იხილეთ დანართი 3) და მიუთითოს: სწავლის საფეხური, სპეციალობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და ტესტირების სასურველი ენა და დონე ( ინგლისური B1/B2, გერმანული, ფრანგული).

დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეორე ეტაპი

ტესტირება უცხოურ ენებში - 2022 წლის 11 ნოემბერი.

მესამე ეტაპი

გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 14-15 ნოემბერი.

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

  დანართი1
  დანართი2
  დანართი3
  დანართი 4
  დანართი 5

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     
სიახლის გამოწერა