სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი ბიალისტოკის უნივერსიტეტში

სურათი

17-21 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური ვიზიტით ბიალისტოკის უნივერსიტეტს ეწვია.  პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ბილისტოკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის, ევროკავშირში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ასევე შეხვდა რექტორის მოადგილეს, საკონსტიტუციო სამართლის პროფესორ იაროსლავ მატვვიეჩუკს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარიუშ პოპლავსკის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, საკონსტიტუციო სამართლის პროფესორ არტურ ოლეჩნოს და  პროფესორ ანდჟეი ჯეკიევიჩს. შეხვედრებისას განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა