სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბსუ- ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს  (სწავლების/ტრენინგის) 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.  მობილობის ხანგრძლივობა -  5  სამუშაო დღე. პარტნიორი  უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში 1.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინიტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
  • სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
  • სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2022  წლის  11 ნოემბერი 15:00 საათი.

 

დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და ელექტრონული პლატფორმა  eFlow-ს მეშვეობით, მოწვეული მასწავლებლებისთვის - ელ. ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C (იხილეთ დანართი 1)
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად - 2022  წლის  11 ნოემბერი 15:00 საათი;
  • გასაუბრება - 2022  წლის  14 ნოემბერი;
  • საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში -2022 წლის 15 ნოემბრი;

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.

კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა