სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის აცხადებს  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით. უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში 1.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

 

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

 

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი  ინგლისურ ენაზე - არსებობის შემთხვევაში;
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

საბუთები პერსონალისთვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1 (იხილეთ დანართი 1)
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

 

სტიპენდია პერსონალისთვის

  • ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
  • არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

 

კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის კროსნოს კარპატების უნივერსიტეტისთვის:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2022 წლის 14 დეკემბერი - 21 დეკემბერი (15:00 საათამდე).

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php   და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების სასურველი დონე ( ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში B1/B2  -  2022 წლის 22 დეკემბერი.

მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 23 დეკემბერი.

ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის  ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

 

კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის თესალონიკის უნივერსიტეტისთვის:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2022 წლის 14 დეკემბერი - 2023 წლის 10 იანვარი (15:00 საათამდე).

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php   და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების სასურველი ენა და დონე (B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები გაერთიანებული, ერთი ფაილის სახით (ZIP).

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში B2  -  2023 წლის 11 იანვარი.

მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2023 წლის 12 იანვარი.

ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის  ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

 

შენიშვნა: მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნით, ბსუ წარადგენს კონკურსის შედეგად გამოვლენილი 5 საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტუდენტის კანდიდატურას.

 

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

დოკუმენტების მიღება - 2022 წლის 14 დეკემბერი - 21 დეკემბერი (15:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად აკადემიური, ადმინისტრაციული, მოწვეული პერსონალისთვის ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php  და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით, მოწვეული პერსონალისთვის - ელ.ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge

გასაუბრება - 2022  წლის  23 დეკემბერი;

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება და ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული პერსონალის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი1
  დანართი2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა