10 მარტი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ- ს აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შჩეცინის (პოლონეთი) უნივერსიტეტში. (https://en.usz.edu.pl/).
საკონტაქტო პირი: malgorzata.kopalska@usz.edu.pl
მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე.
მიმართულება:
-
ბიზნესის ადმინისტრირება
-
ეკონომიკა
-
ტურიზმი
-
არქეოლოგია
-
ისტორია
-
ფილოსოფია
-
პოლიტიკური მეცნიერებები
-
ფსიქოლოგია
-
ბიოლოგია
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი ან მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
საბუთების წარდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
2023 წლის 10 - 24 მარტი (15:00 საათი) ;
აკადემიური პერსონალისთვის - ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eFlow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლებისთვის - ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge.
გასაუბრება:
2023 წლის 28 მარტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge