სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის შჩეცინის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბსუ- ს აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს  2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შჩეცინის (პოლონეთი)  უნივერსიტეტში. (https://en.usz.edu.pl/). 

საკონტაქტო პირი: malgorzata.kopalska@usz.edu.pl

მობილობის ხანგრძლივობა -  5  სამუშაო დღე.

მიმართულება:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • არქეოლოგია
  • ისტორია
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • ფსიქოლოგია
  • ბიოლოგია

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი ან მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

საბუთების წარდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

2023  წლის 10 - 24 მარტი (15:00 საათი) ;

აკადემიური პერსონალისთვის - ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და ელექტრონული პლატფორმა  eFlow-ს მეშვეობით;

მოწვეული მასწავლებლებისთვის - ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და ელ. ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge.

გასაუბრება:

2023  წლის 28 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა