20 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (55-ე აუდიტორია) გაცვლითი პროგრამის წარდგენა გაიმართება. გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს და აჭარის ა. რ. რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და ითვალისწინებს 2023-2024 სასწავლო წელს (შემოდგომის/გაზაფხულის სემესტრი), ევროპის უნივერსიტეტებში, 1 სემესტრით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების 12 სტუდენტის სწავლის გაგრძელებას.