17 მარტი 2023 წელი
CIFE-ს (ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრი) ორგანიზებით ტარდება საზაფხულო კურსები საბერძნეთში, საქართველოში, რუმინეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში. პროგრამის სამუშაო ენებია ფრანგული და ინგლისური ენა. პროგრამები მოიცავს ლექციებს, სემინარებს, კონფერენციებს და ვიზიტებს სხვადასხვა ინსტიტუციაში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური და კულტურული კლიმატის და ცხოვრების წესის უკეთ გააზრებას შესაბამის მასპინძელ ქვეყანაში. თითოეული პროგრამის ბოლოს მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კრედიტები (ECTS).
პროგრამის მიზანია სტუდენტებმა, მკვლევრებმა და ახალგაზრდა პროფესიონალებმა გაიღრმავონ ცოდნა ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ წინარე-სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ დანართი 1) და გააგზავნოს შემდეგ ელ ფოსტაზე:
marie-france.perdigon@cife.eu
დეტალური ინფორმაციისათვის საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამის შესახებ იხილეთ დანართი 2 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.cife.eu/en/4/description_292-1
დანართი დანართი1