ბსუ-ში „ერაზმუს+“-ის IV საერთაშორისო კვირეული გრძელდება. სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კვირეულის მონაწილეებს ბსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერებინეს, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს და ქართული კულტურისა და ენის შემეცნებით-გასართობი პრეზენტაცია წარუდგინეს. უცხოელმა პროფესორებმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის ლექციები წაიკითხეს, ხოლო ადმინისტრაციულმა პერსონალმა პრეზენტაციები გამართა თავიანთი უნივერსიტეტებისა და ქვეყნების შესახებ.
უცხოელმა პროფესორებმა ლექციები წაიკითხეს შემდეგ თემატიკაზე:
-
საკვების და წამლის ურთიერთმოქმედების რისკი - ჟოაო ჟოაო ხოაკიმი, კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
-
საზოგადოების ფართო ჩართულობა ფარმაკოვიგილაციაში - კრიშტიანო მატოსი, კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
-
ვექტორული პათოგენები ლიტვაში - ასტა ალექსანდრავიციენი, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლიტვა;
-
გარემოსდაცვითი გადასახადები - ასტრიდა მიცეიკიენე, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლიტვა;
-
საფრანგეთი რუკებზე, სინანულის პრეზენტაცია - აღნო პაღან, იოაჰიმ დუ ბელი, მოკოლას რომლის უნივერსიტეტი, ლიტვა;
-
რუსული ემიგრაციის მესამე ტალღა - ჯოანა კულა, ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი.