სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების ვიზიტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში

სურათი

,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 22-26 მაისს ბსუ-ს პროფესორი მაია ბარამიძე, ასისტენტ პროფესორი შოთა როდინაძე და უფროსი მასწავლებელი ნონა ნიქაბაძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდნენ რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში (თურქეთი). პროფესორ-მასწავლებლებლებმა ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარეს საკითხებზე: „ქართული დამწერლობა; ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები“, „თემატურ-პრაქტიკული აქტივობანი არჩევნების საკითხებზე”, „შოთა რუსთაველის პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ თურქული თარგმანის ანალიზი“. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა