17-21 აპრილს „ერაზმუს+“-ის PEERS-ს პროექტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან სვანიძე აკადემიური მობილობით მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) იმყოფებოდა. ქეთევან სვანიძემ მინიოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები სასწავლო კურსებში „კულტურათაშორისი კომუნიკაცია“ და „ლინგვოკულტუროლოგია“.