სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია საერთაშორისო პროექტში  „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი" (პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ სანიკიძე).  6-7 სექტემბერს თბილისში, პროექტის ქვეპროგრამის,-„უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“, - ფარგლებში, ფართომასშტაბიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარა. შეხვედრას ესწრებოდა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარინა გიორგაძე.

 საერთაშორისო პროექტის (I2Q) აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე.

შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა და ადგილობრივი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ძირითადი მიმართულებების შესახებ დისკუსია გამართეს.

სამომავლოდ დაგეგმილია სამუშაოები სამი ძირითადი მიმართულებით: 1. საერთაშორისო პარტნიორობით ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება  განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით; 2. მეწარმეობის მოდულისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავება საბაკალავრო სწავლებისათვის. 3. ე.წ. International Excellence School – საერთაშორისო სკოლების (ზაფხულის/ზამთრის) ჩატარება, რომელიც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლის ივლისში უმასპინძლებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, რომელიც ტექნოლოგიები ტრანსფერისა და ინოვაციების საკითხებს შეეხება.

I2Q პროექტი, რომელსაც აფინანსებს მსოფლიო ბანკი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საკონსულტაციო კომპანიასთან-UCL Consultant თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას, ახალი ცოდნის გენერირებას/გაზიარებასა და შექმნის ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად შერჩეულ სფეროებში სწრაფი განვითარების შესაძლებლობას (https://www.facebook.com/GEORGIAI2QPROJECT)

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა