სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ში გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, „ერაზმუს+“-ის კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ სხვადასხვა ფაკულტეტის  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს 2024-2025 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული გაცვლითი პროგრამები გააცნეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობების, კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ქართველ სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს ,,ერაზმუს+”-ის გაცვლითი პროგრამის უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებიც ბსუ-ში სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა