სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ჟან მონეს სასერტიფიკატო საზაფხულო აკადემია

სურათი

გამოცხადდა მიღება ჟან მონეს სასერტიფიკატო საზაფხულო აკადემიაზე "ევროკავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის“.

აკადემიის ლექტორები არიან ქართველი და ევროპელი ექსპერტები.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და  გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს - https://forms.gle/GTQsn2NQXPfiKanP8

საერთაშორისო ლექციები (ონლაინ):

  • თარიღი: 22-26 აგვისტო, 2024 
  • დრო: 11:00 - 15:30 (ყოველდღიურად) 
  • ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით

 დასკვნითი ცერემონია (ადგილზე):

  • თარიღი: 5 სექტემბერი, 2024
  • დრო: 11:00 - 17:00 
  • ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი #76, ზურაბ ჟვანიას დარბაზი (მე-5 სართული)

 საჭირო კრიტერიუმები:

·        ენობრივი კომპეტენცია: მინიმალური ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

·        სამიზნე აუდიტორია: ღიაა საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

·        სპეციალური კვოტა: გამოყოფილია კვოტა უკრაინელი ახალგაზრდებისთვის

ძირითადი ინფორმაცია:

·        ფორმატი: ძირითადი სესიები ჩატარდება ონლაინ Zoom-ის მეშვეობით 22-26 აგვისტოს, 2024. დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ადგილზე 5 სექტემბერს.

·        დასწრება: სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა ონლაინ სესიებში მინიმუმ 80%-იანი მონაწილეობა და დასკვნით ღონისძიებაზე სავალდებულო დასწრება.

·        რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2024

·        შერჩევის პროცესი: დაშვება მოხდება რიგითობის პრინციპით იმ პირებისთვის, ვინც აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს.

·        საფასური: პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. თბილისის გარეთ მცხოვრებთათვის არ ფინანსდება დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ტრანსპორტირება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჟან მონეს მოდულის აკადემიურ კოორდინატორს, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებულ ასოცირებულ პროფესორს, თათია დოლიძეს ელ.ფოსტაზე tatia.dolidze@eu.edu.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა