2024 წლის 14-18 ოქტომბერს, სამხრეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი "ნეოფიტ რილსკი" მასპინძლობს მეორე საერთაშორისო კვირეულს პერსონალისთვის.
როგორც Erasmus Without Paper Champions (EWP) ბულგარეთში, 2024 წლის კვირეული ეძღვნება მდგრადი განვითარებისა და EWP ინიციატივების ხელშეწყობას. კვირეულზე განიხილება სტრატეგიები, რომლებიც გაზრდის ინსტიტუტებსა და აკადემიურ თემებში მდგრადი კამპუსული გარემოს დანერგვის მოტივაციას .
მონაწილეობის საფასური
მონაწილეობის საფასურია 60 ევრო, რომელიც მოიცავს მისასალმებელ და გამოსამშვიდობებელ ვახშამს, ორ ექსკურსიას, მუზეუმში შესვლის საფასურს და ყავის შესვენებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის, ყოველდღიური და საცხოვრებელი ხარჯები არ შედის მონაწილეობის საფასურში.
რეგისტრაცია
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ 2024 წლის 27 სექტემბრამდე.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfrAG6Iwf9-PtBJOKyuda838m02O6JUgKSLScGS_xiV8cGczg/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0&pli=1
კვირეული ჩატარდება საუნივერსიტეტო ცენტრ "ბაჩინოვო"-ში (UCB), რომელიც გთავაზობთ კონფერენციისთვის მეგობრულ ატმოსფეროს და სხვადასხვა რეკრეაციულ აქტივობებს.
საუნივერსიტეტო ცენტრი ,,ბაჩინოვო“ ასევე გთავაზობთ საცხოვრებელს შემდეგი სერვისებით: (მოცემულ ფასში შედის საუზმე.)
- ერთადგილიანი ნომერი: 60 BGN (დაახლოებით 30 ევრო) 1 ღამე;
- ორადგილიანი ნომერი: 75 BGN (დაახლოებით 38 ევრო) 1 ღამე;
- ბინა: 120 BGN (დაახლოებით 60 ევრო) 1 ღამე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bazabachinovo.swu.bg/en/index.html
დანართი 1