სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“- ის გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2024 – 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მოკლევადიანი მობილობის განსახორციელებლად.

მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი და ადგილების რაოდენობა იხ. დანართ #1-ში;  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია, შეიძლება, განახლდეს 1-ლი ნოემბრისთვის).

მიმართულება: მიმღებ უნივერსიტეტთან თანმხვედრი მიმართულება

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად)

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ განცხადება რექტორის სახელზე საქმისწარმოების ელექტრონული პლატფორმის eflow-ს ან info@bsu.edu.ge -ის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 08 ნოემბრის 15:00 სთ);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (Work Plan, Mobility Agreement) მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები :

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად: 2024  წლის 22 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით (15:00 საათამდე)
    • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php  და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით (აუცილებელია დოკუმენტების ატვირთვა ორივე მისამართზე!);

მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე:  https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და ელ. ფოსტაზე:  info@bsu.edu.ge (აუცილებელია დოკუმენტების ატვირთვა ორივე მისამართზე!);

 

  • გასაუბრება - 2024 წლის 14 ნოემბერი

 

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს

  •   მგზავრობისა და დღიური ხარჯის ანაზღაურებას.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და  გაესაუბროს.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე:

erasmus@bsu.edu.ge

  განახლებული დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა