ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წელს ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლატვია) საერთაშორისო კვირეულზე წარმოადგინა ჰუმანიტარულ მანციერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ჟუჟუნა გუმბარიძემ. საერთაშორისო კვირეული ჩატარდა 2024 წლის 16-დან 20 სექტემბრამდე ქალაქ ვალმიერაში (ლატვია). სამეცნიერო ღონისძიებას ესწრებოდა 12 ქვეყნის 16 უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
პანელური დისკუსიების, მრგვალი მაგიდების, სემინარებისა და საჯარო ლექციების დროს საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების როლი და მნიშვნელობა განათლებისა და სწავლა-სწავლების პროცესში. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს ვირტუალური რეალობის, რობოტიკისა და მექატრონიკის საუნივერსიტეტო ლაბორატორიები, ასევე მულტიმედიური ცენტრისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები.
განხილული იქნა ევროპული უნივერსიტეტების EUDRES ალიანსის განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივაც. ასევე, საერთაშორისო კვირეულზე მოეწყო სასწავლო გამოფენა, სადაც ასოც. პროფესორმა ჟ.გუმბარიძემ სტუდენტებს გააცნო ბათუმის უნივერსიტეტის ისტორია და საგანმანთლებლო პროგრამები. სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ბათუმისა და საქართველოს მიმართ.