სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს სტუდენტებმა ანკარაში თურქული ენის საზაფხულო სკოლის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

2024 წლის 22 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ბსუ-ს თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები ანა ქამადაძე და ლელა ვანაძე, კონკურსში გამარჯვების საფუძველზე, მონაწილეობდნენ  თურქული ენის საზაფხულო სკოლის მუშაობაში, რომელიც ორგანიზებული იყო - თურქული ენის სწავლებისა და კვლევის ცენტრის (TOMER) მიერ. პროგრამაში ჩართული იყო 14 ქვეყნის 180 სტუდენტი.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები ინტენსიურად ეუფლებოდნენ თურქულ ენას; მონაწილეობდნენ ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში, დაათვალიერეს  ანკარაში მდებარე სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ა.შ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა