22 იანვარს ბსუ-ში ანკარიდან ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის სახელმწიფო სტიპენდიების კოორდინატორები აკტან ჰამზა პარსი, სერჰატ აკარი, ექსპერტები უმუტ დენიზონცელი და მურატ ქილიჩი. ისინი შეხვდნენ თურქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, გააცნეს სამივე საფეხურის სტუდენტების მობილობის პროცედურები, განაცხადების შევსებისა და წარდგენის დეტალები.
სტუმრები შეხვდნენ ასევე ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პროფ. მარინე გიორგაძეს და დეპარტამენტის თანამშრომლებს და განიხილეს თურქეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საკითხები ერასმუს + საერთაშორისო მობილობისა და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში