სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სავიზო ინფორმაცია

2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსულ უცხოელთა საყურადღებოდ

უცხოელებს, რომლებიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, შეუძლიათ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს არსებული წესის შესაბამისად.  თუმცა, თუ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხელახლა შემოსვლისას მათზე გავრცელდება ახალი კანონის მოთხოვნები. ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოში ყოფნის ვადის  (90 დღე ნებისმიერ 180- დღიან პერიოდში) ათვლა დაიწყება საქართველოში  2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პირველი შემოსვლიდან, ხოლო ძველი წესების მოქმედებისას საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დღეები არ ჩაითვლება.

უცხოელს მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში. საქართველოს გრძელვადიანი ვიზა გაიცემა 90 დღის ხანგრძლივობით და არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობა.

გრძელვადიანი ვიზის მისაღებად შეუძლიათ სავიზო განაცხადი და სხვა საჭირო დოკუმენტები წარმოადგინონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.

ვრცლად სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე.

  ინსტრუქციები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა