სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს მინი გრანტების პროგრამას

მინი გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში არსებულ კომპანიების, ინდივიდუალური ნოვატორებისა და მკვლევარებისთვის ფინანსური ინვესტირების გზით, განახორციელოს ინოვაციური შესაძლებლობების ზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებასა და კვლევების შედეგების მაღალღირებულ კომერციულ პროდუქტად გადაქცევას შეუწყობს ხელს. 

აპლიკანტების მიერ დაფინანსებისთვის შემოთავაზებული განაცხადები მიზნად უნდა ისახავდეს ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნას და/ან მის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის შემდგომ განვითარებას.

პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების ინოვაციას, რომელიც ახალია გლობალური ბაზრისთვის, სექტორის/რეგიონის ან ბაზრის სეგმენტისთვის.

მინი გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ტექნოლოგიურ პროექტებს ხელი შეეწყობა: კონცეფციის დამტკიცებისა და პროტოტიპირების საქმიანობაში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და საწყისი კაპიტალის  მობილიზაციისთვის ბიზნეს გეგმის მომზადებაში.

გრანტის ფარგლებში პროექტები დაფინანსდება  შემდეგ მიმართულებებში:

  • ინჟინერია და პროდუქტის დიზაინი
  • პროტოტიპის განვითარება და ტესტირება
  • საპილოტო წარმოება და აპლიკაცია
  • მოწყობილობა ტესტირებასა და წარმოებისათვის
  • ბაზრის ტესტირება
  • ბაზრის კვლევა
  • დაპატენტების (ეროვნულ, PCT და საერთაშორისო დონეზე) და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სტრატეგიის შემუშავება

სააგენტოს მიერ დამატებით დაფინანსდება:

  • კვლევის და ტექნოლოგიური განვითარების ექსპერტების/მრჩევლების მომსახურება
  • განვითარების/ბიზნეს კონსულტაცია
  • იურიდიული მხარდაჭერა

ასევე სხვა ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტების, მომსახურებისა და პროცესების განვითარებასა და/ან კომერციალიზაციასთან.

დაფინანსების ზღვრული ოდენობაა: 750 000 ლარი

ცალკეული საგრანტო წინანდადების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა: 50 000 ლარი

დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი

საგრანტო განაცხადების მიღება იწყება 2014 წლის 6 ოქტომბერს

საგრანტო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 6 ნოემბერი (18:00 თბილისის დროით)

კონსულტაციები დაინტერესებული გუნდებისთვის გაიმართება სააგენტოს ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, სულხან-საბას #9).

კონსულტაციების დღეებია: ორშაბათი და ხუთშაბათი 11:00-13:00 სთ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: +995 32 2 922120

ნინო კუნცევა-გაბაშვილი

ელ.ფოსტა: nkuntseva-gabashvili@gita.gov.ge

მერაბ კუცია

ელ.ფოსტა: mkutsia@gita.gov.ge

ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს განაცხადის წერის ერთ-დღიან ტრენინგში, რომელიც ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria (მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1), 11:00-13:00 საათზე. 

საგრანტო პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ: www.gita.gov.ge  

სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ქვემოთ

  GITA MINI Grants Announcement (Geo)
  GITA MINI Grants Application Form (Geo)
  GITA MINI Grants Budget Form (Geo)
  GITA MINI Grants Announcement (Eng)
  GITA MINI Grants Application Form (Eng)
  GITA MINI Grants Budget Form (Eng)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა