9 ოქტომბერი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი ეწვია. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება. შეხვედრის დასასრულს, კონსულმა უნივერსიტეტის თურქოლოგიის კაბინეტი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების სტუდენტებისათვის სემინარებს ჩაატარებს.