კანდიდატები კვლევით საქმიანობაში უნდა იყვნენ ჩართულნი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით და უნდა ჰქონდეთ დოქტორის ხარისხი (საკანდიდატო ნაშრომი) დაცული 2007 წლიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
აღნიშნული კვლევითი სტიპენდიები ითვალისწინებს საფრანგეთში კვლევითი სამუშაოს მხარდაჭერას: საველე სამუშაოებს, ბიბლიოთეკებსა და არქივებში მუშაობას.
სტიპენდია გათვლილია ორ ან სამ თვეზე და მოიცავს 1500 ევროს თვეში.
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 2014 წლის 31 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებგვერდი