13 ნოემბერი 2014 წელი
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ვადებია 1 დეკემბერი - 21 დეკემბერი 2014.
სასწავლო- კვლევითი პროექტი შეიძლება წარდგენილ იქნას ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით, არა ნაკლებ 2 და არა უმეტეს 6 სემესტრის ხანგრძლივობით.
პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) სტიპენდია;
ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენა;
გ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯები;
დ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის ხარჯები;
ე) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები;
ვ) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ლინკზე