ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტი HUMERIA აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის/კვლევის მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ მათ, ვისაც სურვილი აქვს სრული სამაგისტრო კურსი გაიაროს ქვემოთ მითითებულ ევროპულ უნივერსიტეტებში.
მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
2. ბრატისლავას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია, სლოვაკეთი
3. ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
4. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
5. ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
6. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი
7. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
8. იასის ხელოვნების უნივერსიტეტი, რუმინეთი
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
მაგისტრატურა - 1000 ევრო;
დოქტორანტურა - 1500 ევრო.
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
- მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
- მეორე სამიზნე ჯგუფის (TG2) ბაკალავრებს.
- სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ აკადემიური სტატუსი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 23 დეკემბერი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: humeria@iliauni.edu.ge