9 დეკემბერი 2014 წელი
პროგრამა ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტი MID აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის (Postdocs) ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევის განხორციელების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონსორციუმი წარმოდგენილია შემდეგი ევროპული უნივერსიტეტებით:
-
ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი - კოორდინატორი
-
სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
-
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
-
ალგარვეს უნივერსიტეტი, პორტუგალია
-
ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
-
ბორდოს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი
-
დეუსთოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
-
ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
-
ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
-
დოქტორანტი - 1 500 ევრო
-
მკვლევარი (Postdoc) - 1 800 ევრო
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
-
დოქტორანტურის სტუდენტებს
-
მკვლევრებს (Postdocs)
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
-
მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ მესამე სამიზნე ჯგუფის აპლიკანტებზე)
მნიშვნელოვანი თარიღები:
ელექტრონული განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 2 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2);
დანართების გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 9 დეკემბერი, 14:00 საათი ფინეთის დროით (GMT +2).
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 105
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: mid@iliauni.edu.ge