27 ნოემბერი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა სამსახურისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ევროკავშირის გაცვლითი საგრანტო პროგრამების პრეზენტაცია ჩატარდა. უმაღლესი სასწავლებლის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა, პროგრამა EUROEST–ის კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს „ერასმუს მუნდუსის“ გაცვლითი პროგრამები წარუდგინა და კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნო. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ვებგვერდზე.