უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინსიტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე უნგრეთის მთავრობა სთავაზობს სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამას 2015-2016 სასწავლო წლისათვის. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 15 აპრილი.
პროგრამის ფარგლებში უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის, უნგრეთში, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. აგრეთვე ხელმისაწვდომია 5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში.
უნგრეთის მხარე აგრეთვე სთავაზობს ქართველ სტუდენტებს არასრულ სასწავლო კურსებს (part-time studies), რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის მანძილზე საბაკალავრო ან სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე (იხ. ‘ექსელის ფაილი’, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კონკრეტულად საქართველოსათვის ხელმისაწვდომ პროგრამებზე და სწავლების სფეროებზე).
სარეგისტრაციო ფორმის შევსება თავდაპირველად უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში, შემდეგ ბმულზე, აქვე მოცემულია მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
უნგრეთის მხარე არ აფინანსებს მგზავრობის ხარჯებს.
დანართი