ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2015-2016 სასწავლი წლისთვის გამოყო არაბული ენის შესასწავლი სტიპენდია.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი;
• ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი;
• ცნობა სასწავლებლიდან- ინგლისურ ენაზე;
• ნიშნების ფურცელი - ( GPI -ინდექსი);
• CV ინგლისურ და არაბულ ენაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 10 მაისი.