4 მაისი 2015 წელი
ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტო აცხადებს სტიპენდიებისათვის სააპლიკაციო განაცხადების მიღებას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უმაღლესი განათლების ინსტიტუტებში სწავლისათვის და ასევე საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.
ყველა დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
შესავსები სააპლიკაციო ფორმა იხილეთ სააგენტოს ვებ-გვერდზე. საჭირო დოკუმენტაცია სწავლისა და კვლევისათვის უნდა გაიგაზავნოს სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოში შემდეგ მისამართზე: State Education Development Agency,Vaļņu iela 1,Rīga, LV-1050,LATVIA
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაეგზავნოს პირდაპირ ორგანიზატორებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: სწავლისა და კვლევის სტიპენდიისათვის -2015 წლის 1 აპრილი, ხოლო ზაფხულის სკოლისათვის - 2015 წლის 4 მაისი.
საგენტოში საკონტაქტო პირია Aija Jakovica; : ტელ: +371 67814331; e-mail:scholarships@viaa.gov.lv.
დანართში იხილეთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ.
დანართი