28 აპრილი 2015 წელი
თურქეთის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 01.07-31.08 თურქეთის რესპუბლიკაში (ანკარა, იზმირი, ედირნე) მოეწყობა „თურუქლი ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა 2015“. საქართველოდან პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2 სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუებს:
• 18-27 ასაკობრივი ჯგუფის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და მკვლევარებს;
• ფლობენ თურქულ ენას საწყის დონეზე მაინც.
მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და 29 აპრილამდე წარადგინონ თურქეთის საელჩოში.
განაცხადის ფორმა 1 განაცხადის ფორმა 2