სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ყაბარდო–ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში „კონფლიქტის ინსტიტუციურად ორიენტირებული შესწავლა“ მონაწილეობის მსურველთათვის

მიმდინარე პროექტი მომზადდა ნალჩიკის, მარბურგის, ბიელფილდის სასწავლო და სამეცნიერო ცენტრების თანამშრომლების მიერ ლოკალური კონფლიქტების გააზრებისა და შესაბამისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემების განვითარების მიმართულებით წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ნალჩიკში, ყაბარდო–ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შემუშავდა კონფლიქტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და დაფუძნდა ემპირიული კვლევის უმაღლესი სკოლა. წინა პროექტების ძირითადი პერსონალი დღეისათვის კონფლიქტების კვლევისა და თეორიული სწავლების სფეროში ერთ–ერთი წამყვანი სპეციალისტები არიან.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში კვლევითი ჯგუფი გეგმავს კონფლიქტის ინსტიტუციურად ორიენტირებული კვლევა–სწავლების პროგრამის გაფართოებას მაიკოპის, სოხუმის და ბათუმის უნივერსიტეტების ჩართვის მიზნით, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები თბილისიდან, ბაქოდან, ერევნიდან, როსტოვიდან, მოსკოვიდან, ბერლინიდან, სიეტლიდან. ასევე იგეგმება სპეციალური სამაგისტრო პროგრამის მომზადება პროექტში ჩართულ უნივერსიტეტებში. პროექტი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით ითვალისწინებს ადგილობრივი სპეციალისტებისათვის დამატებითი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას გერმანიაში (სტიპენდიები, კვლევითი გრანტები). პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა (განსაკუთრებით დისერტაციების მომზადების კუთხით).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: 1. ნალჩიკსა და მიმღებ უნივერსიტეტებში საზაფხულო სკოლებისა და სემინარების მომზადება–ჩატარება; 2. სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის განხორციელება (მათ შორის შესაბამისი კვლევითი გრანტების დაფინანსება) და 3. კონფლიქტების ინსტიტუციურად ორიენტირებული კვლევით დაინტერესებული პირების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა და პარტნიორული ქსელის შექმნა. პროექტი მიმართულია ემპირიულად დასაბუთებული და მეთოდოლოგიურად გამართული ცოდნის დაგროვებაზე.

პროექტში ჩართული პირის ძირითად მოვალეობებს მიეკუთვნება: დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა (სემინარები, სამუშაო შეხვედრები, კვლევითი პროექტები და ა.შ.); პროექტში მონაწილეობა ასევე შეიძლება მოიცავდეს კვლევითი პროექტების, სასწავლო მასალების და კონკრეტული კვლევების ორგანიზაციას და განხორციელებას; პროექტში ჩართული პირი იმუშავებს პროექტში მონაწილე ერთ–ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის თანამშრომელთან კონტაქტში; პროექტში ჩართულ პირს უნდა შეეძლოს სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში მონაწილეობა (ღონისძიებების ჩატარების ვადებსა და პირობებზე იგი წინასწარ იქნება ინფორმირებული).

წინასწარი შეფასებით, პროექტში მონაწილეობა წელიწადში საერთო ჯამში შემდეგ პერიოდს მოიცავს: დაახლოებით 30 დღე სემინარებში მონაწილეობა; დაახლოებით 65 დღე პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი მასალებისათვის საჭირო პერიოდი.

პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობა ითვალისწინებს ელბრუსის მიდამოებში (რუსეთის ფედერაცია) დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში მონაწილებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 2–28 აგვისტოს.

მოთხოვნები კანდიდატებთან  დაკავშირებით:

– სასურველია დოქტორის ხარისხი (ან დოქტორანტურის სტუდენტი) სოციალურ, ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში; განსახილველად მიიღება მაგისტრების განაცხადებიც;

– გამოცდილება კონფლიქტების კვლევის ან სწავლების სფეროში;

– სასურველია საქართველოში კვლევების განხორციელების გამოცდილება;

– განსაკუთრებით სასურველია საველე სამუშაოების წარმოების გამოცდილება;

– კავკასიის რეგიონის კარგი ცოდნა;

– რუსული ენის კარგი ცოდნა. ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა კანდიდატის უპირატესობას წარმოდგენს;

– ინტერესი კვლევებისა და მეთოდოლოგიების მიმართ;

– სასურველია ინტერესი აკადემიური და/ან სამეცნიერო სფეროსადმი;

– პოტენციურად დელიკატურ თემებზე კვლევების განხორციელების შესაძლებლობა;

– დისციპლინირებულობა;

– დამოუკიდებლობა და დამოუკიდებელი კვლევების ჩატარების უნარი;

– სანდოობა;

– უპირატესობას წარმოდგენს საერთაშორისო კვლევით//აკადემიურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;

კანდიდატის მოთხოვნებთან დაკავშირებული მონაცემები უნდა აისახოს სამოტივაციო წერილსა და კალენდარულ ავტობიოგრაფიაში. საჭიროების შემთხვევაში კანდიდატმა უნდა შეძლოს საკუთარი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს რუსულ ენაზე.

გთხოვთ, გაუგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და კალენდარული ავტობიოგრაფია რუსლან ბარამიძეს ელექტრონულ ფოსტაზე:   r_baramidze@yahoo.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:2015 წლის 1 ივნისი (ადრეული განაცხადები განსაკუთრებით მისასალმებელია)


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა