ავსტრიის ფედერალური კანცლერის აპარატი და გაერთიანება - „ავსტრიის კულტურული კონტაქტები“ (KulturKontakt Austria) 2016 წელს უცხოელი ხელოვანებისთვის 50 სტიპენდიის გაცემას გეგმავენ. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე ხელოვანებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 40 წელს. კონკურსის ერთ-ერთ წინაპირობას გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა წარმოადგენს. ავსტრიული სტიპენდიები მოიცავს ხელოვნების 9 მიმართულებას: ვიზუალური ხელოვნება, ფოტოხელოვნება, ვიდეო და მედია ხელოვნება, ინტერდისციპლინარული ხელოვნება, კომპოზიცია, ლიტერატურა, ლიტერატურა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, ლიტერატურული თარგმანი, სახელოვნებო და კულტურული განათლება.
სააპლიკაციო ფორმები უნდა გაიგზავნის მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 სექტემბრისა
ბმული-1, ბმული-2