6 ნოემბერი 2015 წელი
„Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ახალი საკონკურსო პროგრამები წარმოადგინა. ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ჟან მონეს პროგრამები 2015 წლიდან ახლად შექმნილი გაერთიანებული პროგრამის Erasmus+ის ეგიდით ხორციელდება. ბსუ-ს სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Degree Mobility-ს,Credit Mobility-სა და Capacity Building for Higher Education-ის გაცვლით პროგრამებში.
პრეზენტაცია