10 დეკემბერი 2015 წელი
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტრო აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისთვის შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:
-
10 სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში.
-
10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
-
5 სტიპენდია საექთნო საქმეში.
-
10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში.
-
10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში.
-
5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.
ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსთვის გამოყოფილი სფეროების მიხედვით:
-
სოფლის მეურნეობა,
-
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მდგრადი განვითარება,
-
საექთნო საქმე,
-
ინჟინერია და ტექნოლოგია,
-
წყლის რესურსების მართვა,ეკონომიკა და ბიზნესადმინისტრირება;
-
სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში არჩევანი თავისუფალია (იხ. „ექსელის“ფაილი 1).
სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აუცილებელი უცხო ენის გარკვეულ დონეზე ფლობა. (იხ. „ექსელის“ ფაილი 2)
სტუდენტებისთვის სწავლის პროცესის უნგრულ ენაზე წარმართვის შემთხვევაში, ისინი გაივლიან უნგრული ენის ერთწლიან მოსამზადებელ კურსს. უნგრულ ენასთან ერთად სტუდენტები ასევე გაივლიან მათ მიერ არჩეულ სფეროსთან დაკავშირებულ საგნებს.
ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 1 მარტს.
მოთხოვნილი საბუთების მიღება პარალელურ რეჟიმში იწარმოებს როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ
ელ-ფოსტებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge, აგრეთვე სასტიპენდიო პროგრამის სააპლიკაციო ბმულზე, რომელიც გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 1 მარტს.
დეტალური ინფორმაცია უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „pdf" ფაილში.
ფაილი 1 ფაილი 2 ფაილი 3