სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა

 პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვეთში, უკრაინასა და რუსეთში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის, ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენშემდეგ პირობებს:

  • განაცხადის შევსების დროისთვის უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ს
  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
  • უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში ან არაკომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება (მაგ., საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ან არასამთავრობო სექტორი);
  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო სექტორში;
  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა მისამართზე

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:  მისამართზე

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 აპრილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა