22 აპრილი 2016 წელი
„გერმანული ენის თვის“ ფარგლებში, რომელიც უკვე მეოთხედ იმართება, 2016 წლის 22 აპრილიდან 3 ივნისამდე ყველაფერი გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების გარშემო იტრიალებს.
ინიციატივის „ სამი ქვეყანა-ერთი ენა “ ორგანიზატორები არიან გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოები, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში და საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA).
ღონისძიებათა ციკლის დასაწყისშივე, ოფიციალური გახსნისათვის წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებული ღონისძიებები: თბილისის მოძრაობის თეატრში ჩატარდება თანამედროვე ხალხური მუსიკის პოპულარული გერმანული ჯგუფის „Gankino Circus“-ის კონცერტი, რომელიც სავსეა „სიგიჟითა და იდილიით“. კონცერტზე დასწრება უფასოა, დასაწყისი 19:30 საათი.
გარდა ამისა, პროგრამაშია სპექტაკლები, ლიტერატურული საღამოები, კონკურსი „პოეტურ გეოქეშინგში“, ფილმების ჩვენება, ვორქშოპები, საინფორმაციო ღონისძიებები და სხვა. ღონისძიებები ჩატარდება ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.
ღონისძიებათა შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
დანართი დანართი 2