სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო  სკოლას ქართული ხელნაწერი

საზაფხულო სკოლა გათვალისწინებულია ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით კი ხელნაწერი მემკვიდრეობის, შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მკვლევრებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები, მაგისტრები და დოქტორები), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.).

სკოლა მოიცავს 20-ზე მეტ ლექციას, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ პროგრამას, გამოფენას.

ქართველოლოგიის სეზონური სკოლა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სკოლა  უზრუნველყოფს  მსმენელების  დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და აკადემიურ პროგრამას, გასვლითი ლექციების ჩათვლით. სკოლა არ ანაზღაურებს მსმენელების  მგზავრობის ხარჯს.

მსურველებს გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: seasonalschool@manuscript.ac.ge

 სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 27 ივნისი. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არა უგვიანეს 2016 წლის 10 ივლისისა.

  აპლიკაციის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა