მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD, პროექტი ENIGMMA იწვევს დამოუკიდებელ მკვლევარებსა და მკვლევართა ჯგუფებს (დოქტორანტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოსტ-დოქტორანტებს და ა.შ) საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში, მიგრაციის პოლიტიკის ანალიზის განსახორციელებლად.
კვლევის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. იმიგრანტების ინტეგრაცია;
2. პოლიტიკის განვითარება ემიგრაციასთან მიმართებაში;
3. სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია;
4. მიგრაცია და განვითარება საქართველოში;
5. განათლების ინტერნაციონალიზაცია;
6. ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში;
7. საზოგადოების დამოკიდებულება იმირანტებთან, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით,
8. უცხოელი მუშახელის დაქირავება საქართველოს შრომის ბაზარზე;
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე: enigmma@icmpd.org მიმდინარე წლის 15 ივლისამდე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭროა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ზემოაღნიშნულ თემებზე მიმოხილვა/მონახაზი,
2. კვლევის მეთოდოლოგია,
3. ბიბლიოგრაფია,
4. ბიოგრაფიული მონაცემები (CV),
5. პუბლიკაციების ჩამონათვალი,
6. აპლიკანტის მიერ უკვე შესრულებული ნაშრომის ნიმუში ქართულ ან ინგლისურ ენაზე .
დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში.
პროექტის ENIGMMA შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს.
დანართი