დაიწყო კონკურსი გერმანიაში EFD სტიპენდიისათვის, რომლის მეშვეობითაც ორ ქართველ სტუდენტს ეძლევა საშუალება 10 თვის განმავლობაში უფასოდ ისწავლოს Passau-ს უნივერსიტეტში (გერმანია) და მიიღოს თვიურად 660 ევრო.
საჭირო დოკუმენტები:
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე);
-
CV გერმანულ ენაზე;
-
მოტივაციის წერილი ( გერმანულ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი ორი სხვადასხვა აკადემიური პერსონალისგან (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე);
-
ესე, სადაც წარმოდგენილი იქნება აპლიკანტის პირადი აზრი კონფლიქტებთან დაკავშირებით თავის სამშობლოში ( გერმანულ ენაზე);
-
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პირველადი შერჩევის შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ Skype გასაუბრება.
დაინტერესებულ პირმა უნდა გადააგზავნონ საჭირო დოკუმენტები, როგორც ერთი PDF ფაილი შემდეგ მისამართზე: nana.berulava@hotmail.com და ამასთანავე cc-ში უნდა ჩასვას: thomas-schwaiger@gmx.de
დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: nana.berulava@hotmail.com და იხილეთ თანდართული ფაილი.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 04.08.2016