სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ERASMUS + CREDIT MOBILITY რეგისტრაცია

2016-2017, 2017-2018  სასწავლო წლებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ  „Erasmus+“-ის  Credit mobility-ს ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:

 

მობილობა უნდა განხორციელდეს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულისა და  2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრებში

მობილობის ხანგრძლივობა :

 ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის  -  4-9 თვე;

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები :

  • სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • არ უნდა იყოს ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი;
  • აკადემიური პერსონალი უნდა იყოს ბსუ-ს პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი;
  • ადმინისტრაციული პერსონალი უნდა იყოს  ბსუ-ში დასაქმებული პირი (ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი);
  • არ უნდა ჰქონდეს მიღებული ერასმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე (გარდა აკადემიურ/ადმინისტრაციულ პირთა მობილობისა);
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საგანმანათლებლო საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში (შესაძლებელია აირჩიოს ყველა შემოთავაზებული უსდ პარალელურად);

 

სტიპენდია მოიცავს თვიურ/დღიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 2016 წლის 04 ნოემბერი, 18:00 საათი

მსურველებმა  უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში 

რეგისტრაციის ლინკი:

ადმინისტრაციულ და აკადემიურ პირთა  რეგისტარაცია

სტუდენტთა რეგისტრაცია  (ძვირფასო სტუდენტებო ნიშნების ფურცელი რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულ ენაზე)

მობილობა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით (იხილეთ დანართი)

საბუთები:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • წინარე განათლების საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის დანართი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის (ინგლისურ ენაზე).

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის:

  • პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან(ქართულ ენაზე)
  • ინგლისური ენის ცნობა - B2 (ინგლისურ ენაზე)
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე)
  • აკადემიური ან ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე)
  • მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორის/ადმინისტრაციული ერთეულისგან (ინგლისურ ენაზე)

კონკურსის ეტაპები:

  • სააპლიკაციო დოკუმენტების  ნამდვილობის დადგენა
  • სტუდენტთა ტესტირება ინგლისურ ენაში (B1.2.)
  • სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან
  • აკადემიურ და ადმინისტრაციულ პირთათვის: Skype-გასაუბრება (მიმღებ უნივერსიტეტთან )
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა