ASPIRE
პროექტის ნომერი: 530345-TEMPUS-1-2012-1-GE-TEMPUS-JPHES
პროექტის სახელწოდება:
Access to Society for People with Individual Requirements (ASPIRE)
ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია
პროექტის განხორციელების ვადები: 15/10/2012 - 14/10/2015
პარტნიორები
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო, თბილისი (აპლიკანტი)
-
Edge Hill University - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია (პარტნიორი)
-
The Pyramid Group - გერმანია, ULM (პარტნიორი)
-
ლიმერიკის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - ირლანდია, ლიმერიკი (პარტნიორი)
-
კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი - სლოვაკეთი, კოშიცე (პარტნიორი)
-
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო, ბათუმი (პარტნიორი)
-
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - საქართველო, ახალციხე (პარტნიორი)
-
ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - საქართველო, თბილისი (პარტნიორი)
-
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია - საქართველო, თბილისი (პარტნიორი)
-
Eurasia International University - სასომხეთი, ერევანი (პარტნიორი)
-
Armenian State Pedagogical University after Kh. Abovyan - სასომხეთი, ერევანი (პარტნიორი)
-
Goris State University - სასომხეთი (პარტნიორი)
-
Public Administration Academy of the Republic of Armenia - სასომხეთი, ერევანი (პარტნიორი)
-
Bridge of Hope - სასომხეთი, ერევანი (პარტნიორი)
პროექტის პრიორიტეტი: პროექტი ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანების განათლებას, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და დისკრიმინაციის შემსუბუქებას.
პროექტის მიზანი: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა დასახმარებლად და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობად სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამების/ტრენინგ-კურსების შემუშავება და დანერგვა უნივერსიტეტებში, საჯარო ადმინისტრაციულ დაწესებულებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
-
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდების უფლების დაცვა - მიიღონ უმაღლესი განათლება;
-
საზოგადოების მხრიდან ამ ადამიანების მიღებითა და საზოგადოებრივი ცნობიერების თანდათანობითი გაზრდით დისკრიმინაციასთან ბრძოლა.
პროექტის სავარაუდო შედეგები:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების დასახმარებლად გაძლიერებული კურსების (მოდულების) შემუშავება:
-
მოდული 1 - ინგლისური ენის მოდული განსაკუთრებული მიზნებისთვის - მოდული გამიზნულია ყველა პარტნიორი უნივერსიტეტისათვის და მოგვიანებით ინტეგრირებული იქნება სხვა უნივერსიტეტებსა და საჯარო ორგანიზაციებში, სადაც ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ;
-
მოდული 2 - მარკეტინგული მოდული (შესავალი თეორიასა და პრაქტიკაში) - მოდული გულისხმობს საზოგადოების ინფორმირების კამპანიის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას პარტნიორი უნივერსიტეტების/ორგანიზაციების მიერ;
-
მოდული 3 - ბიბლიოთეკის გამოყენების მოდული - სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ყველა პარტნიორი უნივერსიტეტი/ორგანიზაცია და განსაკუთრებით კი მათი ბიბლიოთეკარები იმდენად, რამდენადაც როგორც კვლევები ადასტურებს, უნარშეზღუდულთა საზოგადოებაში ეფექტური ინტეგრირების ყველაზე დიდ პოტენციალს სწორედ ბიბლიოთეკა წარმოადგენს;
-
მოდული 4 - დამხმარე ინსტრუქტორის (ე. წ. შუამავალი ოფიცრის) მოსამზადებელი მოდული - სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ყველა პარტნიორი უნივერსიტეტი/ორგანიზაცია მათ მიერ მოწოდებული და მომავალი სამოქმედო ჯგუფისათვის საჭირო რესურსებითა და საბაზისო მონაცემებით. მოდული უზრუნველყოფს თითოეული საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის პროფესიონალ, სოციალური ინტეგრაციისა და ანტი-დისკრიმინაციულ საკითხებში დახელოვნებულ კადრს, რომელიც მისცემს სასარგებლო რჩევა-დარიგებებს და დაეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებს (ან პოტენციურ სტუდენტებს) განათლების მიღებაში.
ბ) გაძლიერებული კურსების მოდულების შემუშავება უშუალოდ სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებების მქონე პირებისათვის:
-
მოდული 5 - შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევის ხელშემწყობი მოდული (სწავლასთან დაკავშირებული ზომიერად და მწვავედ გამოვლენილი სირთულეები და დისლექსია);
-
მოდული 6 –კომუნიკაციასადა ინტერაქცია სთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევის ხელშემწყობი მოდული (SWOT ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ აუტიზმზე ფოკუსირება);
-
მოდული 7 – ფიზიკურ მოძრაობებთან და მგრძნობელობებთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევის ხელშემწყობი მოდული;
-
მოდული 8 – სოციალურ უნარებთან, ემოციურ გამოხატვასთან და ქცევასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის ხელშემწყობი მოდული.
ბსუ-ს სავარაუდო როლი ინდივიდუალური საჭიროებების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხში
-
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მისადაგება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო საჭიროებასთან;
-
აქტიური პიარ-კამპანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აბიტურიენტთა უნივერსიტეტში მოზიდვის მიზნით;
-
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა სრული ინტეგრირება აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და საუნივერსიტეტო კვლევებში;
-
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება (ტრენინგების დონეზე) ინკლუზიური განათლების საკითხებში გაცნობიერებისა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით;
-
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტთა განათლების ხელშესაწყობად ბსუ-ს უზრუნველყოფა სათანადო ლიტერატურით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
-
დასაქმების ბაზრის კვლევა და ადაპტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შედგენაზე ზრუნვა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული მივლინებები
(სამუშაო შეხვედრები/ტრენინგები):
29.11-03.12.2012
სლოვაკეთში, კოშიცის ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა საგრანტო პროექტში ჩართული დაწესებულებების წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა (kick-off meeting).
მონაწილე პერსონალი:
მარინა ქორიძე, ნანა მაკარაძე
18.02-01.03.2013
ქალაქ თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი ,,ინგლისური სპეციალური მიზნებისთვის”.
მონაწილე პერსონალი:
ალიოშა ბაკურიძე,
ნანა მაკარაძე
28.07-16.08.2013
ირლანდიაში, ქალაქ ლიმერიკის ტექნიკურ ინსტიტუტში ჩატარდა პროექტში ჩართული ყველა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთა რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა საგრანტო პროექტით გათვალისწინებული მოდულების სამუშაო ვერსია.
მონაწილე პერსონალი:
ნინო მიქელაძე
23.02- 27.02.2014 წ.
გერმანიაში, ქ. დრეზდენში ჩატარდა კონსორციუმის მეორე შეხვედრა.
მონაწილე პერსონალი:
ნანა მაკარაძე, ნინო მიქელაძე
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები:
ა) კვლევების ჩატარება
აპრილი-ივნისი, 2013 წ. -
პროექტში ჩართული ყველა ორგანიზაციის და მათ შორის ბსუ-ს მიერ ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები, შშმ პირები და მათი მშობლები, საჯარო მოხელეები. კვლევის შედეგები გამოყენებულ იქნა მოდულების შემუშავების დროს.
ბ) მოდულების შემუშავება
გრანტის ფარგლებში შემუშავდა 8 მოდული (ბსუ ჩართულია 5 მოდულში)
მოდული N1 - ინგლისური სპეციალური მიზნებისთვის
/ლექტორები: გულნარა ჯანოვა, ნინო მიქელაძე, ნინო გოგიჩაძე/
მოდული N2 - მარკეტინგის, ადვოკატირებისა და პრეზენტაციის უნარები
/ლექტორები: თინათინ კახიანი, ჟანა ანთია/
მოდული N3-4 - უმაღლესი განათლების საფეხურის მისაწვდომობის უზრუნველყოფა (ბიბლიოთეკისა ლაიზონ-ოფიცრის გამოყენება)
/ლექტორები: ნანა გოჩიაშვილი, ნინო გოგიჩაძე, ხათუნა დოლიძე/
მოდული N5-კოგნიტური და შემეცნებითი უნარები
/ლექტორები: ცირა ბარქაია, ვიქტორია მიდელაური, ნანა მაკარაძე/
მოდული N6 – კომუნიკაცია და ინტერაქცია - აუტიზმი
/ლექტორები: ვიქტორია მიდელაური, ირმა ქურდაძე, ნინო მიქელაძე, ნანა მაკარაძე/
მოდული N7 - ფიზიკური და სენსორული საჭიროებები
/ლექტორები: ცირა ბარქაია, ნანა გოჩიაშვილი, ვიქტორია მიდელაური, ირმა ქურდაძე, ნანა მაკარაძე/
მოდული N8 - სოციალური, ემოციური და ქცევითი პრობლემები
/ლექტორები: ნინო გოგიჩაძე, ხათუნა დოლიძე, ნანა მაკარაძე/
გ) მოდულების პილოტირება:
განხორციელდა N1, N5, N6 და N8 მოდულების ბსუ-ში პილოტირება, რომლებსაც ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სლოვაკეთიდან, გერმანიიდან და ირლანდიიდან.
13-14 მაისი, 2014 წ.
N1, 6 და 8 მოდულების პილოტირება
ჩატარების ადგილი - ბსუ
ტრენერები - ხ. დოლიძე, ნ, მიქელაძე, ნ. მაკარაძე
27-28 მაისი, 2014 წ.
N1 და N6 მოდულების პილოტირება
ჩატარების ადგილი - ბსუ
ტრენერები - ნ, მიქელაძე, ვ. მიდელაური, ნ. მაკარაძე
27 ნოემბერი, 2014 წ.
N5 და N6 მოდულის პილოტირება
ჩატარების ადგილი - ბსუ
ტრენერები - ნ, მიქელაძე, ვ. მიდელაური, ნ. მაკარაძე
ბსუ ჩართული იყო, აგრეთვე, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩატარებულ პილოტირებაში, კერძოდ:
ნოემბერ-დეკემბერი, 2013 წ. მონაწილეობა N5 და N7 მოდულების პილოტირებაში,
ჩატარების ადგილი - ისუ, GIPA,
ტრენერები - ხ. დოლიძე, ნ, გოგიჩაძე
დ) ჩატარებული ღონისძიებები
2014 წლის 14 ივნისს თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ’’-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - GPAS-ს რექტორებმა ხელი მოაწერეს ინკლუზიის დეკლარაციას. შეთანხმების მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა განათლების ყველა ეტაპზე და სწავლებაში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ ინკლუზიური განათლების სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს.
(მონაწილე პერსონალი ბსუ-დან: ა. ბაკურიძე, ნ. მაკარაძე, ნ. მიქელაძე)
2014 წლის 16 ივნისს თანაბარი შესაძლებლობების დაცვის კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულ ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უმასპინძლა. ტემპუსის პროექტის ესპაიერის (ASPIRE) ეგიდით გამართულ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის ინკლუზიური ჯგუფის მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი სახელოვნებო შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საღამოს დასასრულს ფრანები გაუშვეს, ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და ქალაქში ღია მატარებლით გაასეირნეს. ღონისძიება განათლების ფაკულტეტისა და აჭარის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით ჩატარდა.
2015 წლის 14 ივნისს თანაბარი შესაძლებლობების უფლების დაცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ტემპუსის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ღონისძიება დევიზით: „შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა, განაპირობე განათლება“, თუმცა 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო აღნიშნული ღონისძიება გადაიდო.
სამომავლო გეგმები:
ა) ბეჭდური სახით გამოიცემა მოდულების რიდერები;
ბ) ბსუ-ს განათლების ფაკულტეტზე გაიხსნება ინკლუზიური განათლების ტრენინგ-ცენტრი, რომელიც აღიჭურვება გრანტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკით;
გ) დაფუძნდება ,,მშობელთა უნივერსიტეტი“, რომელიც მშობლებსა და მომავალ მშობლებს, ყველა სხვა მიმართულებასთან ერთად, უფასოდ მოემსახურება ინკლუზიური
დ) მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ჩატარდება 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გადატანილი ღონისძიება;
ე) 29 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება დასკვნითი კონფერენცია Challenges of Inclusion, რომელშიც ადგილობრივ მთავრობასთან და ბსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროექტში მონაწილე ქართველი, ევროპელი და სომეხი პარტნიორები.
საკონტაქტო პირი:
ნანა მაკარაძე - საგრანტო პროექტის კოორდინატორი
ტელეფონი: (+995) 593606071
ელ. ფოსტა: nmakaradze75@bsu.edu.ge
ვებგვერდი: http://www.aspire-tempus.eu/
facebook: https://www.facebook.com/aspireisu?fref=ts
პარტნიორები