გასულ კვირას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Eramus+ staff week-ის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი კრისტინა მურავსკა, რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის (ბულგარეთი) წარმომადგენლები ეკონომიკისა და განათლების ფაკულტეტებიდან და ლიტვის მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დოვილე გაილიუტე. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები ასევე, გაიმართა შეხვედრები საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და მოეწყო ექსკურსიები ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობის მიზნით.