სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მარი სკლოდოვსკა-კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო- კვლევითი სტიპენდიები

ინდივიდუალური სამეცნიერო- კვლევითი სტიპენდიების მიზანს წარმოადგენს იმ გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გაზრდა, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციის დივერსიფიცირება უნარების შეძენის, კვალიფიკაციის გაუმჯობესების, საერთაშორისო და ინტერ-სექტორული მობილობის გზით.

ინდივიდუალური სტიპენდიები მიენიჭებათ ნებისმიერი ნაციონალობის მქონე საუკეთესო და ყველაზე პერსპექტიულ მკვლევარებს, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა თუ ასოცირებულ ქვეყნებში  კვლევითი საქმიანობის განხორციელება. მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული.

ინდივიდუალური სტიპენდიის მოსაპოვებლად საპროექტო განაცხადი უნდა მომზადდეს ერთობლივად, მკვლევარისა და აკადემიური ან არა-აკადემიურის სექტორის წარმომადგენელ მიმღებ დაწესებულებას შორის. რის შემდეგაც უნდა გაიგზავნოს ელექტრონული აპლიკაცია შემდეგ ბმულზე.

აპლიკაციების მიღება წარმოებს ა.წ. 14 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა