სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდია

ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს 7 სტიპენდიას 2018/19 აკადემიური სასწავლო წლისთვის, რომელთაგან 2 განკუთვნილია სტუდენტებისთვის აფხაზეთიდან. გამოყოფილი სტიპენდიებიდან 4 გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამისთვის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  საფეხურებზე, ხოლო 3 - ინგლისურენოვან პროგრამაზე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე.

ჩეხურენოვანი პროგრამისთვის რეკომენდირებული სპეციალობებია: მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია,  ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამისთვის - ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ გთხოვთ იხილოთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა